ივანდიდის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა
22-08-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას ყოველთვის ჰყავს ღირსეული პედაგოგები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ ზრდაზე და ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად ნერგავენ სასწავლო პროცესში.

მათ შორის არიან მრავალგზის სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და მასწავლებელთა გამოცდები წელსაც წარმატებით ჩააბარა სკოლის სამმა პედაგოგმა სხვადასხვა მიმართულებით.

იამზე ფანცულაიამ მოიპოვა უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი; რომან კაკაურიძემ წარმატებით ჩააბარა სპორტის გამოცდა. ნანა კალაძემ კი წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი კომპეტენცია დაადასტურა. 

სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა ახარებს და წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო პედაგოგებს და არა მარტო მათ.სკოლას ჰყავს ბევრი ღირსეული პედაგოგი რომლებიც ჩაებმებიან მათფერხულში და სტატუსების ზედა საფეხურს ღირსეულად მოიპოვებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203