„ვულოცავთ, უსაყვარლეს მასწავლებელს“ - მატნის N2 სკოლის პედაგოგმა, მარიამ სიმონიშვილმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა 
22-08-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგმა, მარიამ სიმონიშვილმა უფროსი სპეციალური მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მარიამ სიმონიშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის პედსაზოგადოება ვულოცავთ ბავშვებისათვის და კოლეგებისთვის უსაყვარლეს პედაგოგს, მარიამ სიმონიშვილს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ვუსურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და პროფესიულ წინსვლას“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები 17 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203