ჯოჭოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე აფაქიძემ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა
19-08-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის სპეცმასწავლებელმა ეკატერინე აფაქიძემ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა. 

სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, ამავე სკოლის სპეცმასწავლებელს, ეკატერინე აფაქიძეს, ულოცავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“, - ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები 17 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203