ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს - რუსუდან ბუკიასა და თამუნა შანავას წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
19-08-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - რუსუდან ბუკიამ და თამუნა შანავამ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 

აღნიშნულმა მასწავლებლებმა 2022 წლის გამოცდებზე წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი კომპეტენცია დაადასტურეს. 

სკოლაში მასწავლებელთა მიღწევებით ამაყობენ და სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

„ჩვენს უნიჭიერეს გოგოებს, მათემატიკის პედაგოგ რუსუდან ბუკიას და ინგლისური ენის პედაგოგ თამუნა შანავას ჭალადიდის სკოლა ულოცავს წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, ძალიან გვახარებს თქვენი წარმატება. გილოცავთ და გისურვებთ კიდევ ბევრ წინსვლას პროფესიულ საქმეში, მალე ყველასთვის მიგველოცოს სასურველი სტატუსი, ვიმედოვნებთ, სამომავლოდ, კიდევ უამრავი წამყვანი და მენტორი მასწავლებელი ეყოლება ჩვენს სკოლას. გვეამაყებით ჩემო ძვირფასებო“, - ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203