„მენტორი მასწავლებლის სტატუსიც მოგველოცოს“-ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ნანული კახიძე​ს წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის ჩაბარებას ულოცავს
19-08-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.​

სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნანული კახიძე​მ წამყვანი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა. 

სკოლის დირექცია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

„ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექცია, ულოცავს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, ნანული კახიძეს პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. მენტორი მასწავლებლის სტატუსიც მოგველოცოს. უამრავ წარმატებას გისურვებთ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები გუშინ, 18 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203