ხაშურის N2 სკოლის პედაგოგებმა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
19-08-2022

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა 2022 წლის მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და სტატუსი აიმაღლეს. 

რუსუდან ნოზაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ნანული ბუხრიკიძემ კი მენტორი მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა. 

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

​„დავით კაკიაშვილი სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლა ულოცავს წამყვანი მასწავლებლის შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებას რუსუდან ნოზაძესა და მენტორი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებას ნანული ბუხრიკიძეს. ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას და წარმატებებს სკოლის და მოსწავლეების სასარგებლოდ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203