ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ლამზირა შერვაშიძეს წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
19-08-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

მათ შორისაა, ისტორია - სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა შერვაშიძე, რომელმაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.

სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და ლამზირა შერვაშიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, ამავე სკოლის ისტორია - სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ლამზირა შერვაშიძეს, ულოცავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ერთი ქულაც და მენტორი მასწავლებელი გვეყოლებოდა ერთდროულად“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203