ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
18-08-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მთავარი პრიორიტეტი განათლებული მოსწავლეების აღზრდაა.

პედაგოგებისა და ბეჯითი მოსწავლის ერთიანი შრომის შედეგად, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში სკოლის წარჩინებული მოსწავლე ლედი აბაშიძე დაჯილდოვდა. 

ლედი აბაშიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა და ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერი დაიმსახურა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლის პედკოლექტივი წარმატებულ მოსწავლე ლედი აბაშიძეს ვულოცავთ ამ დიდ საჩუქარს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. ასე, რომ მოსწავლე სექტემბერს ახალი ტექნიკით შეხვდება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

დაჯილდოვებას კი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და სკოლის დირექტორმა, ზურაბ აბაშიძემ მოსწავლესთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო, რომლებსაც დიდხანს შეინახავენ საკუთარი წარმატებისა და მშობლიური სკოლის სასიამოვნო მოგონებად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203