ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელებს უმასპინძლეს
18-08-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელ მამუკა კვარაცხელიასა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი თორთლაძეს უმასპინძლეს. 

სტუმრები სკოლის დირექტორ ქიშვარდ გორგოშაძესა და მოსწავლეებს შეხვდნენ და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მასწავლებლები და მშობლები.

„სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ბატონი მამუკა კვარაცხელია და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ირაკლი თორთლაძე, შეხვედრა შედგა ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. გადმოგვეცა ფასიანი საჩუქრები. მადლობელნი და გახარებულნი ვართ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203