ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში 
15-08-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მასშტაბურ ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“ წარმატება მოიპოვეს.

კონკურსის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წევრებმა, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი „ნერგი“ (7070) დააგროვეს და გადავიდნენ პირდაპირ ფინალში, რომელიც სექტემბრის ბოლოს ჩატარდება.

ეკოკლუბის წევრებმა პროექტის ნახევარფინალურ შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმატებით წარადგინეს და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

სკოლაში კონკურსის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდიან.

„მადლობას ვუხდით გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-ს, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერისათვის. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203