„გვჯერა, კვლავაც ასახელებს მშობლიურ სკოლას“- პირველი სვირის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულ ჯემალ ჯუღელს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავენ
15-08-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ჯემალ ჯუღელმა ასახელა. 

კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში 80-ქულიდან 74 ქულა მოიპოვა, ისტორიაში კი 60-დან 56 ქულა დაიმსახურა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას უსურვებენ.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ჯემალ ჯუღელმა ეროვნულ გამოცდებზე გვასახელა - ინგლისურში 80-ქულიდან 74 ქულა აიღო, ისტორიაში - 60-დან 56 ქულა, ის არის ნიჭიერი ახალგაზრდა, გვჯერა კვლავაც ასახელებს მშობლიურ სკოლას, ვულოცავთ ჯემალს და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203