„ჩვენ თქვენი მადლიერები ვართ“- ბათუმის N17 საჯარო სკოლაში დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს
30-03-2018
ბათუმის N17 საჯარო სკოლის თვითმართველობამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს. მოსწავლეებმა მადლიერების გამოხატვვის მიზნით, ტრაფარეტები დაამზადეს წარწერით - „თქვენ გვიქმნით სუფთა გარემოს“, „ჩვენ თქვენი მადლიერნი ვართ“.
სკოლის აღსაზრდელებმა საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს და სკოლის დამლაგებელი ქალბატონები ყვავილებით დაასაჩუქრეს.
„ამ სახით მადლიერება, დაფასება და პატივისცემა გამოვხატეთ ამ ქალბატონების მიმართ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია