„გვეამაყებით!“ - დანდალოს N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე ასახელეს
11-08-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
საამაყო კურსდამთავრებულებს: ანა ბერიძეს, გრაცია ჯორთმენაძეს, დათო ძნელაძეს და დათო სურგულაძეს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გულშემატკივრობდა.
პედაგოგებისთვის კურსდამთავრებულების წარმატება საამაყო და ამავდროულად, სასიხარულოა.
„ცხოვრების ყველა საფეხური წარმატებით აგევლოთ, ჩვენო ნიჭიერებო; ფერადი, ხალისიანი, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი დღე. გვეამაყებით!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს