დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 100%-იანი გრანტის კანდიდატია
11-08-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, სანდრო ჯიჯავაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა.
საამაყო კურსდამთავრებულმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები დაიმსახურა და 100%-იანი გრანტის კანდიდატია. აქვე აღსანიშნავია, რომ სანდრო პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის „მოსწავლეთა სტიპენდიანტი“ გახლავთ.
სკოლის თითოეული პედაგოგი საამაყო მოსწავლეს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობდა და მისი წარმატებით სასკოლო საზოგადოება გახარებულია.
„ვულოცავთ სანდროს ამ წარმატებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს