კაპრეშუმის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
11-08-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან 25 დასახელების სპორტული ინვენტარი გადაეცა.

აღნიშნული საჩუქარი ხარისხიანი და საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა - ჩატარების აუცილებელი წინაპირობაა. სკოლაში ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რისთვისაც არაერთი სპორტული აქტივობა სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა.

ახალი სპორტული ინვენტარით 2022-2023 სასწავლო წელს კიდევ მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.

„მადლობა სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა სახელით ამ სიკეთისთვის სამინისტროს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203