„ელენე, გვეამაყები“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ინოვაციების ბანაკში მონაწილეობისთვის ემზადება
11-08-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ელენე ჟღენტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა,  ამისთვის კი მოსწავლემ რთული შესარჩევი ტური გაიარა

აღსანიშნავია, რომ ელენე ჟღენტი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმატებით ავლენს. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

„ჩვენი საუკეთესო მოსწავლე! ელენე ჟღენტმა გაიარა რთული შესარჩევი ტური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში მოსახვედრად და შეირჩა 1900 აპლიკანტს შორის. მთელი სკოლის სახელით ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ელენე, გვეამაყები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203