დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო გოგიტიძე საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ საუბრობს
11-08-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო გოგიტიძე საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ საუბრობს.
მან საკუთარი აზრი „საქართველოს შემეცნებით ცენტრს“ გაუზიარა. ანანო გოგიტაძის თქმით, ქართველი ერი მშვიდობასა და თავისუფლებას ოდითგანვე ესწრაფვოდა. ევროპა კი ის ფარია, რომელსაც ამ მშვიდობის დაცვა შეუძლია.
„შორეული საუკუნეებიდან მოყოლებული, დაწყებული ბერძენი არგონავტებით, გაგრძელებული რუსეთის იმპერიით - ყველა ჩვენს ჩაყლაპვას ცდილობდა. ევროპა ის ფარია, რომელიც დაიცავს ჩვენს მშვიდობას. თავისუფლების გარეშე ჩვენს არსებობას აზრი ეკარგება. ის, რაც შექმნილია ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკასა თუ სპორტში - ეს არის თავისუფლების შედეგი. თუ თავისუფლება არის ჩვენი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრების, განათლება არის წყარო ჩვენი სულიერი არსებობისა. ამიტომ თამამედროვე ევროპული განათლება მოგვცემს შანსს ავაშენოთ სრულიად ახალი განვითარებული ქვეყანა“, - წერს ანანო გოგიტაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს