„ვაჟა - ბუნების მგოსანი“ - ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეების ლიტერატურული კომპოზიცია
10-08-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად, სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „განათლება ჩვენი პრიორიტეტია“ ფარგლებში 28 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია - „ვაჟა - ბუნების მგოსანი“ წარადგინეს.

„​ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ილიას მუზეუმი, განსაკუთრებული ყურადღება საგურამოდან ჩამოტანილ დროებით გამოფენას, ილიას პირად ნივთებს და ამ თემაზე საუბარს დაეთმო. ამ გარემოში, მოსწავლეებისათვის ძალიან ამაღელვებელი იყო ბათუმელი საზოგადოების წინაშე ლიტერატურული კომპოზიციით გამოსვლა. თანამშრომლობა გაგრძელდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203