გელათის საჯარო სკოლის პედაგოგებს ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
10-08-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს. 

კურსი USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მასში პედაგოგები - ელისო მაწკეპლაძე, ნათია იდაძე და ნატო ნემსაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც18-საათიანი ტრენინგი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

„მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას ისინი ეტაპობრივად აზიარებდნენ სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრები მიზნობრივად და ეფექტურად მიმდინარეობდა, რაც, ბუნებრივია, დადებითად აისახებოდა სასწავლო პროცესზეც. გილოცავთ, კოლეგებო, ამ წარმატებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203