ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვეს
10-08-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი გულიტაშვილი და ლიკა კასრაძე პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლა წარმატებულ მოსწავლეებს ულოცავს დამსახურებული ჯილდოს მიღებას და უსურვებს, კიდევ მრავალი წარმატებისთვის მიეღწიოთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგისთვის ამოსავალი წერტილი მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიღებაა, რისთვისაც ისინი მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203