„ფასდაუდებელია მასწავლებლების ღვაწლი“- გორის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლის მშობლის მადლობის წერილი
10-08-2022
გორის N4 საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის კომპიუტერები დაიმსახურეს - ჯილდო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. 

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი სოციალურ ქსელში სკოლასა და დამრიგებლებს - მაყვალა რაზმაძესა და ეთერ ბერუაშვილს მადლობას უხდის. 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის შესანიშნავ გუნდს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თანადგომისთვის. გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი შვილის დამრიგებლების მიმართ, რადგან ფასდაუდებელია მათი ღვაწლი და ამაგი, რომელიც შეგაქვთ მოსწავლეების პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, მათ აღზრდასა და განვითარებაში. მეამაყებით“,- წერია მოსწავლის მშობლის მადლობის წერილში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203