ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების „ჯადოსნური თავგადასავალი“ საზაფხულო ბანაკში
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში მონაწილეობენ. ბანაკი ტანას ხეობაში მდებარეობს. იქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 150 ახალგაზრდას მასპინძლობენ. მათ შორის არიან ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
- გიორგი გამგებელი;
- თამარ გამგებელი;
- ნინი გამგებელი;
- დაჩი ონიაშვილი;
- მიქაელ ლაზარაშვილი;
- მარიამ გამგებელი;
- თეიმურაზ წეველიძე;
- თამარ გამგებელი;
- მედეა ხითარიშვილი;
- ქეთევან წეველიძე.
მათ სკოლაში ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას უსურვებენ.
„ჯანსაღ სხეულში-ჯანსაღი სული! მადლობა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის! ბედნიერ და ხალისიან დასვენებას გისურვებთ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.