ვანთის საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ
09-08-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა, თუმცა მას შემდეგ რაც ეროვნული გამოცდები დაიწყო, სასკოლო საზოგადოება, საამაყო კურსდამთავრებულებთან ერთად ღელავდა თითოეული საგნის გამოცდის წინ და მათთან ერთად, მოუთმენლად ელოდა შედეგებს. ახლა უკვე ცნობილია, რომ აბიტურიენტებმა მშობლიური სკოლა უდავოდ ასახელეს.

პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს ულოცავენ გამოცდების დასრულებას: „გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203