„წარმატების გზებით გევლოთ სკოლისა და ქვეყნის საიმედოდ“ - გვარას საჯარო სკოლის მედალოსანი მოსწავლეების წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
09-08-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - ანა ქათამაძემ და გვანცა ჯინჭარაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
მედალოსანმა მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 58 და 57 ქულები აიღეს. საამაყო აბიტურიენტებმა არამხოლოდ მშობლები, არამედ მშობლიური სკოლაც გაახარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეულმა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს.
„წარმატების გზებით გევლოთ სკოლის და ქვეყნის საიმედოდ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს