„ვულოცავთ ჩვენს აღსაზრდელებს ქართული სახელმწიფოს ამ დიდ საჩუქარს“ - ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
09-08-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

„ვულოცავთ ჩვენს აღსაზრდელებს ქართული სახელმწიფოს ამ დიდ საჩუქარს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203