ტახტისძირის საჯარო სკოლის STEAM კლუბის წევრებმა შემაჯამებელ კონფერენციაზე პროექტი წარადგინეს
09-08-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენციაში მუდამ აქტიურად და იმავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის STEAM კლუბის - STEAM შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა.

სკოლებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, „ათასწლეულის ფონდის“ საგრანტო მხარდაჭერით SEU-ში გამოფენა-კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაში ტახტისძირის საჯარო სკოლის STEAM კლუბში ჩართული მოსწავლეებმა პროექტი - „შუქნიშანი“ წარადგინეს.

სკოლა თითოეულ მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203