საკობიანოს საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩააბარებას ულოცავს
09-08-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ანანო კულალაღაშვილის შედეგები. მან ქართულში - 55/60, ინგლისურში - 77/80, ხოლო ისტორიაში - 55/60 ქულა მიიღო. ანანო ასევე ოქროს მედლის კანდიდატია.
სკოლაში კურსდამთავრებულების მიღწევებით ამაყობენ და ყველა აბიტურიენტს, ვინც გამოცდები წარმატებით ჩააბარა, წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავ ანანო კულალაღაშვილს, რომელმაც დიდი წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და მჯერა, რომ წარმატებული სტუდენტი იქნება“,- წერს სკოლის დირექტორი ქეთევან გორელაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს