წალკის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში წარმატებით ჩააბარა
09-08-2022
წალკის N2 საჯარო სკოლისთვის თითოეული მოსწავლის წარმატება საამაყო და სასიხარულოა.

სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ, ნიკოლოზ ჩალაძემ ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის N199 საჯარო სკოლაში წარმატებით ჩააბარა.

„ვულოცავთ ნიკოლოზ ჩალაძეს კომაროვის სკოლაში წარმატებით ჩაბარებას; ვუსურვებთ ასევე წარმატებულ და ბედნიერ მომავალს, ესახელებინოს სკოლაც და სამშობლოც. ასევე ვულოცავთ ჯულიეტა გასვიანს, ნიკოლოზის დამრიგებელსა და მათემატიკის მასწავლებელს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზის წარმატებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ წალკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საფუძვლიანი განათლების მისაცემად მუდამ დაუღალავად შრომობენ. ნიჭიერი მოსწავლეები კი პედაგოგების ამაგს, ყოველთვის ამართლებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203