შინდისის საჯარო სკოლის „შესანიშნავი ოთხეული“ - აბიტურიენტებმა ეროვნულები წარმატებით ჩააბარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. მარიამ მინდიაშვილმა ქართულში 55/60 ქულა მიიღო; ანა კოტიაშვილმა ქართულში 55/60, ინგლისურში, 70/80, ბიოლოგიაში, 58/70, ხოლო ქიმიაში 50/63 ქულა მოიპოვა; ანი არაბაშვილმა ქართულში 58/60, ინგლისურში 76/80, ხოლო ისტორიაში 56/60 ქულა დააგროვა; ლადო პაპუნაშვილმა კი ინგლისურ ენაში 79/80 ქულა მიიღო.
სკოლაში ყველა მათგანის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებას უსურვებენ.