დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის კლუბებმა ჩინური კაკლის ნერგები გამოიყვანეს
09-08-2022
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში უდიდესი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, თუმცა ყველამ კარგად უწყის, რომ მხოლოდ ფორმალური განათლებ არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობაც.

აქვე დიდი ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით საკითხებს, დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ბაზაზე კი წარმატებით ფუნქციონირებს ეკო და იდეებისა და მეწარმეობის კლუბები.

სწორედ ამ კლუბების წევრებმა გამოიყვანეს ჩინური კაკლის ნერგები და მათ რეალიზებაც მოახდინეს. ასეა - დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის, რომ ჩვენი ვალია „დავრგათ ხე და მოვუფრთხილდეთ ბუნებას!“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203