დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის დიდი წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
09-08-2022
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „შექმენი მომავალი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობდა და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის“ ფინალურ ეტაპზეც წარმატებით გადავიდა.
„ეკოკლუბი „შექმენი მომავალი“ - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022 წლის“ ფინალშია. მადლობა ყველა ადამიანს ვინც გვერდში გვედგა, მადლობა ჩვენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ჩვენი ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის. მადლობა სკოლის დირექციას, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ეს შედეგი ჩვენი ერთსულოვნების ნათელი მაგალითია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს