„დავითი მაგალითია, რომ შესაძლებელია სკოლაში და ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგების ჩვენება“ - აბიტურიენტი ზუგდიდის N5 საჯარო სკოლიდან
09-08-2022
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულმა, დავით შონიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
საამაყო აბიტურიენტმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურა. მან გამოცდებზე ასეთი შედეგი აჩვენა: ქართულში - 60-დან 57, მათემატიკაში - 51-დან 49, ხოლო ინგლისურში - 80-დან 79 ქულები მიიღო.
„გაიცანით კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც, ასევე, წარმოადგენს იშვიათ (სამწუხაროდ) მაგალითს იმისა, რომ შესაძლებელია სკოლაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგების ჩვენება. ეს დავით შონიაა, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე. ნიჭიერი მოზარდი, ერთნაირი მონდომებით ეუფლებოდა ყველა სასწავლო საგანს და წარჩინებული აკადემიური მოსწრებით გადადიოდა კლასიდან კლასში.
დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი - მის მშობლიურ სკოლას სჯერა, რომ იგი არაერთხელ სასახელოდ გაიჟღერებს მომდევნო მიღწევებთან დაკავშირებით, მსგავსად და-ძმა გვალიებისა.
სკოლა გზას ულოცავს ღირსეულ ახალგაზრდას და უსურვებს, ასეთივე წარმატებით დაეუფლება არჩეულ პროფესიას და ღირსეულ სამსახურს გაუწევს ქვეყანას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს