სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტით აფხაზეთი შეიმეცნეს
09-08-2022
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; ამისთვის კი, მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა არაფორმალური განათლების ისეთ პროექტში, როგორიც გახლავთ izrune.ge. სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით, ბავშვები შეიმეცნებენ სამყაროს, იღებენ საინტერესო ინფორმაციას, კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას და შემდეგ, izrune.ge-ს ტესტებში მიღებული ბრწყინვალე შედეგებით ახარებენ მშბლიურ სკოლას, უსაყვარლეს მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს.

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებსაც წარმატებით გადიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა ანანო თავართქილაძემ, ბარბარე გრიგოლიამ და ქრისტინე თავაძემ საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულეს. ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლეებმა აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღეს.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203