ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები ფესტივალ „არტ-გენი 2022-ში“ მონაწილეობდნენ. ფესტივალი თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ანსამბლები „ბახტრიონი", „პანკისი " და „ქართული გენი" ჩაერთნენ. მათი გამოსვლები საინტერესო და ემოციური გახლდათ, რამაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებსა და ტურისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ტიპის გამოფენები და ამით საქართველოს ნებისმიერი კუთხის კულტურას გასცნობოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, წლის განმავლობაში, თავადაც არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას გეგმავს. ამით კი ადგილობრივების კიდევ უფრო გააქტიურებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: