შემოქმედის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
08-08-2022
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
სკოლის 20 კურსდამთავრებულიდან, ეროვნულ გამოცდებს 17 აბარებდა. ესენი არიან: ზინიკო ბურჭულაძე, მარიამ ბურჭულაძე, ლიზი დუმბაძე, ანა ერქომაიშვილი, ვანო ზაქარიაძე, მეგი მგელაძე, გიორგი ნაცვალაძე, მაია საბაშვილი, მარიამ საბაშვილი, კახა სიამაშვილი, ჟანა სიმონიშვილი, მარიამ სირაძე, სოფო ურუშაძე, მარიამ შუბლაძე, სალომე ჩიტაიშვილი, გიორგი ჩხატარაშვილი და მიხეილ ცეცხლაძე.
მათ ქართულში, ინგლისურში, ისტორიასა და ლიტერატურაში მაღალი ქულები აქვთ. რაც შეეხება დანარჩენ სამ კურსდამთავრებულს, ნიკა მახარაძე ფოთის საზღვაო კოლეჯში, ხოლო მიშიკო თოდრაძე კოლეჯ „ჰორიზონტში" გააგრძელებენ სწავლას. საბა ცისკარიძე კი სპორტითაა დაინტერესებული და სკოლაში სჯერათ, რომ მას წარმატებული სპორტული კარიერა ექნება.
„დიდი სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს