„გვჯერა, ბევრჯერ იამაყებს სკოლა თქვენი წარმატებებით“ - დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. გიგი არაბული, ანა ნასრაშვილი, საბა წიკლაური, ბარბარე ცისკარაული, ეკატერინე მეხრიძვილი, ნიკა კოხტაშვილი, ლანა მენთეშაშვილი,ანასტასია ჩუბინიძე და სალომე ბენაშვილი ლეპტოპებით „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„საოცრად ემოციური დღე იყო სკოლაში, წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად კომპიუტერები, ეს სიხარული ერთად გავიზიარეთ მასწავლებლებმა, მშობლებმა, ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა... გვჯერა, კიდევ ბევრჯერ იამაყებს სკოლა თქვენი წარმატებებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: