ხამისქურის საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა განათლების შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს
08-08-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა წარჩინებულმა მოსწავლეებმა: მეგი ქირიამ, გიორგი მეუნარგიამ, თათია აბულაძემ და მათე კუკავამ წარჩინებით დაასრულეს.

2021-2022 სასწავლო წლის საამაყო კურსდამთავრებულები მედლის კანდიდატები არიან:

  1. მეგი ქირია - ოქროს მედალი;
  2. გიორგი მეუნარგია - ოქროს მედალი;
  3. თათია აბულაძე - ოქროს მედალი;
  4. მათე კუკავა - ვერცხლის მედალი.
მისაბაძი და საამაყო კურსდამთავრებულების ცხოვრებაში განათლებას უდიდესი ადგილი უჭირავს. სწორედ ამიტომ, ბავშვებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც თანატოლებს და არამხოლოდ მათ, მის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

სკოლის დირექტორის, მზია ჟვანია პედაგოგებს საამაყო მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობას უხდის.

„წარმატებული თაობები ქმნიან წამატებულ მომავალს! განათლებული თაობა სიძლიერეა! დაგილოცავთ გზას წარმატებული მომავლისკენ! მადლობა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისთვის!

თქვენ ხართ ღირსეული, კეთილშობილი და სამაგალითო კურსდამთავრებულები!

გულისხმიერი მადლობა კლასის დამრიგებელ მანელა ნაჭყებიას და მშობლებს ღირსეული ადანიანების აღზრდისთვის!“, - ვკითხულობთ დირექტორის, მზია ჟვანიას წერილში.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203