ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ესე ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს
08-08-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ელიკაშვილი განათლების სამინისტროსა და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდა.

პედაგოგმა კონკურსის ფარგლებში ესე - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ წარადგინა, რომელიც ორგანიზატორებმა ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად დაასახელეს. პედაგოგის ესე კონკურსის ორგანიზატორებმა ახლად გამოცემულ ანთოლოგიაში - „შემოქმედი მასწავლებელი“ შეიტანეს.

მაია ელიკაშვილს ასევე საპატიო სიგელი გადაეცა.

სკოლა ამაყობს თავისი პედაგოგით და უსურვებს მორიგ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203