ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ბადმინტონში ტრენინგები ჩაუტარდათ
08-08-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის დირექტორის, მაია ხუნაშვილის ინიციატივით ბადმინტონის ფედერაციის მწვრთნელი - ბიჭიკო მაჩაბლიშვილი სკოლაში უფასო ტრენინგებს ატარებს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სპორტის მასწავლებლის, თეა ქენქაძის ხელმძღვანელობით ესწრებიან.
ტრენინგი 10 დღე გაგრძელდა და სექტემბრიდან ბადმინტონის წრეც ჩამოყალიბდება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრებებში აქტიურად ჩაერთვებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს