თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლის - თემურ ხვედელიძის წარმატება ძალოსნობის ჩემპიონატზე
თბილისის N120 საჯარო სკოლის მე-71 კლასის მოსწავლემ - თემურ ხვედელიძემ ძალოსნობაში წარმატებას მიაღწია. ხვედელიძე ძალოსნობაში ზუგდიდში ჩატარდებულ 15 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა - მან
წარმატებით იასპარეზა, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინა და მესამე ადგილიც დაიკავა.
მწვრთნელი ვაჟა პატარაშვილი გახლავთ, მშობლიური - თბილისის N120 საჯარო სკოლა კი ამაყობს მოსწავლის წარმატებით.
„ვულოცავთ თემურს! წარმატებები და წინსვლა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: