ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლემ - ოთიკო ხურცილავამ უშუს ღია საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
08-08-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ოთიკო ხურცილავამ სპორტულ წარმატებას მიაღწია.
მან ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
მასში საქართველოს, ინდოეთის, ისრაელის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და სომხეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა - ტაოლუ და კონტაქტური ორთაბრძოლა სანდა.
ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და აჭარის განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
სკოლაში ოთიკო ხურცილავას წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს