დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლას წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა, სხვა სკოლებთან ერთად, სიგელით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, უმაღლესი სასწავლებლის 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე, დააჯილდოვა.
აღნიშნული უნივერსიტეტი სკოლის არაერთმა კურსდამთავრებულმა დაამთავრა.
სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი რექტორს მადლობას უხდის, კურსდამთავრებულებს კი წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის არაერთმა კურსდამთავრებულმა დაამთავრა უნივერსიტეტი. ყველას ვულოცავ უნივერსიტეტის დამთავრებას, განსაკუთრებით კი ქრისტინა კაზარიანს, რომელმაც წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა.
ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის დიდი პატივი იყო ამ ცერემონიაზე დასწრება. ეს მადლობის სიგელი ყველა პედაგოგის დამსახურებაა. გილოცავთ.
მადლობა უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ მაკა ბერიძეს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის“,- წერს სკოლის დირექტორი.