„გვიყვარხართ, გვეამაყებით“- შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
08-08-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლაში ქრისტინა სარქისიანის, მარგარიტა კაზარიანის, ნარგიზა ბუდახიანისა და მარიანა კუშჩიანის წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

ერთ-ერთი მათგანი მარიანა კუშჩიანი სწავლას ერევნის უნივერსიტეტში განაგრძობს. ნიჭიერ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე  კურსდამთავრებულებს სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე: 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! ლამაზ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!
გვიყვარხართ, გვეამაყებით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203