„ტანკისტები ომამდე“ - ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავა
08-08-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავა.
გუნდი „ტანკისტები ომამდე“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ 2022 წლის ზაფხულის სეზონის, რიგით მეცხრამეტე სასკოლო სერიის ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საპრიზო - მეორე ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„სკოლა წარმატებებსა და ცხოვრებისეულ წინსვალას უსურვებს პატარა ინტელექტუალებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს