სკოლებსა და ბაღებში დროშები დაშვებული უნდა იყოს - 14 წელი აგვისტოს ომიდან
08-08-2022
დღეს 8 აგვისტოა - ზუსტად 14 წლის წინ, საქართველომ კიდევ ერთხელ იგემა რუსული აგრესიის სისასტიკე.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
აღსანიშნავია, რომ დღეს ყველა საჯარო სტრუქტურამ დროშები დაუშვა და ამ მხრივ გამონაკლისი არც სკოლები და ბაღებია - კანონის მიხედვით, 8 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებებზე, ისევე როგორც სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე, საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებული უნდა იყოს.
აგვისტოს აომიდან 14 წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს! დიდება გმირებს!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს