მუხურის თემის საჯარო სკოლის მეათეკლასელებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
08-08-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
X კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს: გიორგი თოლორდავას, გოგიტა ვახანიას, გიორგი თოლორდავასა და სესილი ჩიქოვანს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მშობლიური სკოლა მოსწავლეებს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს