მუხურის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოვეს
08-08-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის XI კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს: ეკა თოლორდავას, გიორგი გახარიასა და თაბუკა შოგირაძეს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მშობლიური სკოლა მოსწავლეებს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203