„მადლობა, ნიკოლოზ, ჩვენი შრომის დაფასებისთვის“ - ტვიშის საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურა
08-08-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულმა, ნიკოლოზ ლარცულიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა​.

ტვიშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო.

კურსდამთავრებულმა, ნიკოლოზ ლარცულიანმა, ასახელა მშობლიური სკოლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო: ქართული ენა და ლიტერატურა - 54 , ინგლისური ენა - 66, ხოლო ისტორია - 55 ქულები.

„მადლობა ნიკოლოზ ჩვენი შრომის დაფასებისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ნიკოლოზი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს თავისი წარმატებული ნაბიჯებით და ნათელი მომავლით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203