„ვამაყობთ თქვენით“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავს
05-08-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

სკოლის წარმატებულმა აბიტურიენტებმა: მარიამ ჭურაძემ, მარიამ ბაღდაძემ, ლია მუმლაძემ, ჯემალ ჯუღელმა, მარიამ გამრეკელაშვილმა და გელა ჭურაძემ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურეს.

„კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარჩინებით ჩაბარებას. წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს: მარიამ ჭურაძეს, მარიამ ბაღდაძეს, ლია მუმლაძეს, ჯემალ ჯუღელს,  მარიამ გამრეკელაშვილს და გელა ჭურაძეს. დირექცია, მასწავლებლები ამაყები ვართ თქვენით“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203