
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერები გადაეცათ.
ვახო ბუაძემ, ვლადი ნიკურაძემ და გიორგი ახობაძემ ლეპტოპები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიიღეს.
ისინი ნიჭიერი, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. მშბლიური სკოლა კი ულოცავს და წარმატება უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ კომპიუტერი უნდა გადასცემოდა მიშიკო ნიკურაძეს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
„ამ ბედნიერ დღეს უდიდესი ტკივილიც ახლავს თან, რადგან ჩვენს მიშოს პირადად ვერ გადავეცით მისი კუთვნილი ჯილდო… თქვენ კი - ვლადი, ვახო და გიორგი, გილოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: